geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოქვეყნდა იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ 2024 წლის პირველი ნომერი

გამოქვეყნდა იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ 2024 წლის პირველი ნომერი, რომელიც აერთიანებს 6 აკადემიურ სტატიას საჯარო სამართლის სფეროში. ახალ ნომერში ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა ავტორებმა წარმოადგინეს.

გამოცემაში იხილავთ:

  • პროფ. ბესარიონ ზოიძის სტატიას „სამართლებრივი უსაფრთხოება: ცნება და გამოხატვის ფორმები (უპირატესად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი)“;

  • ლია შატბერაშვილის სტატიას „მოსამართლის დამოუკიდებლობის ასპექტები: შინაგანი დამოუკიდებლობა – mission impossible?“;

  • მერი აღაპიშვილის სტატიას „მოსაზრებები სამწევროვან ადმინისტრაციულ დავაში საპასუხო უზრუნველყოფის დაშვების საკითხზე“;

  • სესილი ქადარიას სტატიას „გადახდისუუნარობის სამართალწარმოება საკუთრების უფლებისა და გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლებების ჭრილში“;

  • ნინო ცუხიშვილის სტატიას „კეთილსინდისიერების ინსტიტუციური პოლიტიკის შემუშავება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში“;

  • იენს დეპეს სტატიას გერმანულ ენაზე სახელწოდებით „მოსაზრებები მოსამართლის სახესთან დაკავშირებით გერმანიაში“.

„საჯარო სამართლის ჟურნალი“ სრულად ღია წვდომის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალი დაფუძნდა 2022 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაზაზე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება თსუ-სა და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისგან.

ჟურნალის ახალი ნომრის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ჟურნალის ვებგვერდის სანახავად მიჰყევით ბმულს: journalofpubliclaw.tsu.ge

თარიღი: 24/09/2025